 |
| ჩვენს შესახებ |
|
სამონტაჟო ფირმა მონტაჟ ჯორჯია საქართველოში 1998 წელს დაარსდა.კომპანიის მიერ წარმოებული სამუშაოების გარანტირებულად მაღალი ხარისხი, მოქნილი და კვალიფიციური მენჯმენტი, საიმედო და ავტორიტეტული პარტნიორები ის უპირატესობებია, რომელიც მონტაჟ ჯორჯიას წამყვანი პოზიციების შეუქცევადობას უზრუნველყოფს
მონტაჟ ჯორჯია მუდმივად მზარდი და განვითარებადი კომპანიის მიერ ჩატარებული სამუშაოს მაშტაბები და დანერგილი ტექნოლოგიები მის პოზიციებს ბაზარზე კიდევ უფრო მეტად ამყარებს და შემდგომში წარმატებული განვითარების წინაპირობას ქმნის.
პრიორიტეტის ფარგლებში ინტენსიურად ხდება მაღალტექნოლოგიური მიღწევების დანერგვა და მომხმარებლისათვის სულ უფრო მეტად გამრავალფეროვნებული პროდუქციის შეთავაზება. მონტაჟ ჯორჯიამ საქართველოში პირველი, "Hi-Tech" ტექნოლოგიებით აღჭურვილი ობიექტების მონტაჟი მოახდინა როგორიცაა LONsystem, რომელიც ითვალისწინებს მომხმარებლის სწრაფვას უსაფრთხოების, ეკონომიის და მაღალი ხარისხისადმი.
მონტაჟ ჯორჯია- ჩვენ ვმართავთ ენერგიას!
|
|
|